VINEGAR.GE
"ვინ ეგარი"- ლეჩხუმის მაღალ მთიან სოფელ უსახელოში დამზადებული ვაშლის ძმარია, რომლის ისტორიაც 2021 წლიდან იწყება. ვაშლის ძმარი გამოირჩევა, როგორც გემოვნური ასევე სამკურნალო თვისებებით. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს კონსერვატებს, ქიმიკატებს, საფუარს და მხლოდ უწამლი ვაშლის წვენისგან მზადდება, ტრადიციული მეთოდით ძმრის დედოს მეშვეობით.
ჩვენ 2021 წლიდან Elkana - Organic Farming & Rural Tourism Network in Georgia ბიოლოგიური მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" წევრები ვართ, 2023 წელს კი მივიღეთ #ელკანას ხარისხის ნიშანი
ჩვენი პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ, როგორც სხვადასხვა მაღაზიებში, ასევე ონლაინ.