ლეჩხუმში სოფელ უსახელოში გაჩნდა იდეა გვეწარმოებინა ადგილობრივი პროდუქტი – ვაშლის ძმარი. გავიმარჯვეთ ფონდი „აფხაზინტერკონტი“-ს მიერ გამოცხადებულ ინოვაციურ საგრანტო პროგრამაში და 2021 წლიდან დავიწყეთ საქმიანობა.
2022 წლიდან გავხდით ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა”–ს გუნდის წევრი. ოჯახური საქმიანობა სულ მალე საყვარელ საქმიანობად გადაიქცა, შევიმუშავეთ სტანდარტები და თანამედროვე ტექნოლოგიას მოვარგეთ ბიოლოგიური მეურნეობა.
ლეჩხუმი მაღალმთიანი რეგიონია, ულამაზესი ბუნებით, მთებით, კლიმატით და ჯანსაღი პროდუქტით.
ჩვენი პროდუქციის უნიკალურობა, გემოვნური თვისებები, ნატურალურობა სწორედ რომ ლეჩხუმური კლიმატის და მდებარეობის დამსახურებაა.
ასევე განსაკუთრებულია დამზადების ტექნოლოგია, რომელიც ტრადიციული და თანამედროვე დამზადების მეთოდების ნაერთია.
ჩვენი მიზანია ვაწარმოოთ უწამლი ტყის ვაშლისგან ჯანსაღი ბიო პროდუქტი, მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ ყველა სამკურნალო თვისება.
ვაშლის ძმარი გამოირჩევა როგორც გემოვნური ასევე სამკურნალო თვისებებით, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ქოლესტერინის დარეგულირებას, ამაღლებს სისხლის შედედების უნარს, აჯანსაღებს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნას. ძმრის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსება კალიუმის მაღალი შემცველობაა, ის აუცილებელია ენერგიის გამომუშავებისათვის, ასევე ნერვული სისტემის დასამშვიდებლად. არის ბუნებრივი ანტისეპტიკი, კლავს მიკრობებს და ხელს უშლის ლპობის პროცესს. ხელს უწყობს წონის კლებას.
აღსანიშნავია რომ პროდუქცია არ შეიცავს კონსერვანტებს, ქიმიკატებს, საფუარს და მხოლოდ უწამლი ვაშლის წვენისგან მზადდება ტრადიციული მეთოდით ძმრის დედოს მეშვეობით. ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც კულინარიაში, ასევე სამკურნალოდ.