2021 წელი იყო გარდამტეხი ჩვენს ისტორიაში. "ვინ ეგარ"-მა მონაწილეობა მიიღო ფონდი "აფხაზინტერკონტის" ინოვაციურ საგრანტო კონკურსში, სადაც ჩვენი პროექტი გამარჯვებული გახდა. სწორედ აქ დაიწყო ჩვენი პირველი მარცვლის გაღივება – პირველი ნაბიჯები, რომლებიც დაფუძნებული იყო ენთუზიაზმსა და ნდობაზე.
ამავე წელს, ფონდი "აფხაზინტერკონტი" გადმოგვცა ჩვენი საქმიანობისთვის უმნიშვნელოვანესი დანადგარი – ხილის დასაჩოფერებელი მანქანა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ტონობით ვაშლი გადავამუშავოთ და შევქმნათ ჩვენი უნიკალური ვაშლის ძმარი.
"ვინ ეგარის" შექმნაში უდიდესი წვლილი მიუძღვით თამარ და არჩილ ელბაქიძეებს. მათმა მხარდაჭერამ და ძალისხმევამ საფუძველი ჩაუყარა ჩვენი იდეების რეალობად ქცევას. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა მათ, ჩვენი ისტორიის შეუცვლელი ნაწილისთვის.