23 ნოემბერს მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გაიმართა!
EXPO 2024-მა 150-მდე მეწარმე ქალი გააერთიანა. მათ შორის იყვნენ უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან იძულებით გადაადგილებული ქალები.
მეწარმე ქალებმა მრავალფეროვანი ნივთები წარმოადგინეს: საკვები, ღვინო და სხვა სასმელები, საჩუქრები, სათამაშოები, აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთები, დეკორი, სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები, საახალწლო სუვენირები და სხვა სადღესასწაულო პროდუქცია.
წელს ცალკე კუთხე დაეთმო მწვანე და მდგრადი ბიზნესებს. სტუმრებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა შეეძინათ სოციალური საწარმოების მიერ შექმნილი პროდუქტები და ამით გაეძლიერებინათ მათი საქმიანობა.
ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს, სპონსორებს და ყველა მხარდამჭერს, რომელთაც ხელი შეუწყვეს ამ მასშტაბურ ღონისძიებას და მეწარმე ქალებს მათი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ასევე მადლობას ვუხდით ყველა მეწარმე ქალს ექსპოში მონაწილეობითვის.
ღონისძიების ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ევროკავშირი საქართველოში
EBRD
თიბისი
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
Expo Georgia
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა
GIZ
Crystal MFO
Cellfie Mobile
Energo Pro Georgia
Tegeta Holding
Socar
BDO
მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვის ყოველწლიური ღონისძიება ქალთა მეწარმეობის რეგიონალური ექსპოს ნაწილია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.