"ვინ ეგარის" კიდევ ერთი გამარჯვება!
ჩვენმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო მეწარმე ქალების განვითარების პროგრამაში, რომლის მხარდამჭერი გახლდათ საქართველოს ბანკი ბიზნესი, UNDP Georgia და შვედეთის მთავრობა.
პროგრამის ფარგლებში, 86 საინტერესო და ინოვაციური ბიზნესგეგმა იყო განხილული დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდან. სწორედ ამ 86 განცხადებიდან, აირჩა 15 ქალი მეწარმეს განცხადება, რომელშიც ჩვენც მოვხვდით.
ვფიქრობთ, რომ ასეთი კონკურსები და პროგრამები ხშირად უნდა ტარდებოდეს ჩვენს ქვეყანაში.
მადლობას ვუხდით ყველა იმ პირს, რომელმაც საჭიროდ ჩათვალა ჩვენი პროექტის გამარჯვება.
მადლობას ვუხდით, თითოეულ ჩვენს მომხმარებელს, ერთგულებისთვის და ნდობისთვის, ვეცდებით უფრო და უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ!
საწარმო აღიჭურა ახალი დანადგარებთ რაც მოგვცემს საშუალებას გავზარდოთ წარმოება