დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone551 31 93 92 emailartfruit2022@gmail.com

26 მაისი დამოუკიდებლობის დღე 2023 წელი

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 105 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

2023 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენ ვმონაწილეობდით ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაში, რომელიც ქართულ წარმოებასა და ტრადიციულ პროდუქტებს ეძღვნებოდა.

გამოფენაზე წარმოვადგინეთ ჩვენი უნიკალური ლეჩხუმური ვაშლის ძმარი, რომელიც დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ვაშლებისგან და ტრადიციული ფერმენტაციის მეთოდის გამოყენებით. ჩვენი პროდუქტი დიდი ინტერესით მიიღეს დამთვალიერებლებმა, რაც ჩვენთვის უდიდესი აღიარებაა.

ამ ღონისძიებამ მოგვცა შესაძლებლობა, უფრო ფართო აუდიტორიას გაგვეცნო ლეჩხუმის უნიკალური გემოები და ტრადიციები. ვამაყობთ, რომ ვყოფილვართ ამ ღონისძიების ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს ქართულ მეწარმეობას და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას.

მადლობას ვუხდით ყველას, ვინც გვესტუმრა, დააგემოვნა ჩვენი ძმარი და გაგვიზიარა თავიანთი დადებითი ემოციები. თქვენი მხარდაჭერა და ნდობა გვაძლევს ძალას, გავაგრძელოთ ჩვენი ტრადიციული პროდუქტის განვითარება და პოპულარიზაცია.